ჯანდაცვის სამინისტროსთან მოშიმშილე ქალმა თვითმკვლელობა სცადა – დევნილების პროტესტი გრძელდება

ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც, თითქმის, 1 თვეა დევნილები სახელმწიფოსგან საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. 

საპროტესტო აქციაზე, ერთ-ერთმა მოშიმშილე ქალმა თვითმკვლელობა სცადა. რამდენიმე შეუძლოდ გახდა. გარეთ გამოსული აქციის მონაწილეები, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ბესო შენგელიასთან ერთად, სამართალდამცველებმა სამინისტროს შენობაში არ შეუშვეს, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა. პოლიციელებმა შენგელია ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიას განარიდეს. 

ვითარება ჯანდაცვის სამინისტროსთან, დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. მიზეზი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სია გახდა, რომელშიც, აქციის მონაწილე დევნილების უმრავლესობის გვარი არ აღმოჩნდა.

მსგავსი თემები