“მირჩევნია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში” – ჯიშკარიანის პირველი კომენტარი

“მირჩევნია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში”, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა, ილია ჯიშკარიანმა, საავადმყოფოში გააკეთა.

“ჩოხა მცმია და მიგალობია, მე არ შემიძლია ამ ტიტულით, ქვეყნიდან გასვლა”, – აცხადებს ჯიშკარიანი.

თანაშემწის ცემასა და სექსუალური ხასიათის ქცევაში ბრალდებული დეპუტატი, დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ სიმართლის დასადგენად იბრძოლებს.

ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი ხვალ ჩაინიშნა.

ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. საკრებულოს დეპუტატს ბრალად ედება, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ცემა. პროკურატურამ დაზარალებულად ცნო თავად თამთა თოდაძე.

მსგავსი თემები