პრინცი, კახეთში, ბაგრატიონის სახელობის ღვინოს ჩამოასხამს

12 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კახეთში, მეღვინეობა შილდაში სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რი, პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი სა­მე­ფო ღვი­ნის ახალ ბრენ­დს “პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონს” წა­რად­გენს. 

პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, პრე­მი­უმკლა­სის ღვი­ნის შექ­მნით, ქვე­ყა­ნა­ში ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის გამ­დიდ­რე­ბა და სა­კუ­თა­რი წვლი­ლის შე­ტა­ნა ქართუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან კულ­ტუ­რა­ში.

“დახ­ვე­წი­ლი, წარ­სუ­ლის ინო­ვა­ცი­უ­რი ხედ­ვით შთა­გო­ნე­ბუ­ლი “პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნის” პრე­მი­უმ კლა­სის ღვი­ნო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და წმინდა ტრა­დი­ცი­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის სიმ­ბო­ლოდ შე­იქ­მნა.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მეღ­ვი­ნე­ო­ბა 8 000 წლის წინ და­ი­წყო, რა­მაც UNESCO-ს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ღვი­ნის აკ­ვნად აღი­ა­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა. ბაგ­რა­ტი­ონ­თა საგ­ვა­რე­უ­ლო ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სა­მე­ფო დი­ნას­ტი­აა მსოფ­ლი­ო­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოჯახს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წვლი­ლის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია აქვს. სა­მე­ფო ოჯა­ხის იძუ­ლე­ბი­თი ემიგ­რა­ცი­ის გამო, პრინ­ცი იო­ა­ნე და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ქა­ლაქ მად­რიდ­ში.

2014 წელს იგი თა­ვის მშობ­ლი­ურ ფეს­ვებს და­უბ­რუნ­და. პრინ­ცი იო­ა­ნე იცავს ქარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის ტრა­დი­ცი­ულ მე­თო­დებს და ამავდრო­უ­ლად სძენს ახალ სი­ცო­ცხლე­სა და ინო­ვა­ცი­ას. მას სჯე­რა, რომ მისი ხედ­ვა ჰარ­მო­ნი­ა­ში მო­დის მეღ­ვი­ნე­ო­ბა შილ­დას­თან – ღრმად ფეს­ვგად­გმუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, სი­ახ­ლის­კენ მუდ­მი­ვი სწრაფ­ვა პრინ­ცი იო­ა­ნე­სა და მეღ­ვი­ნე­ო­ბა შილ­დას თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­წინ­და­რია“, – ნათ­ქვა­მია ორგანიზატორების მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

“მედიაცენტრი მთავარის” ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესის უკან, სკანდალში გახვეული, ანა ბაგრატიონის ყოფილი მეუღლე – დავით ბაგბაგრატიონ-მუხრანელი დგას. სწორედ მას ეკუთვნის ვენახები კახეთში და მეუღლესთან დაპირისპირებისა და სასამართლო პროცესების გამო, ამ ეტაპზე, ჩრდილში ყოფნა არჩია.

მსგავსი თემები