„როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას“ – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებას 2020 არჩევნებს არ უკავშირებს და აცხადებს, რომ არჩევნებისთვის ემზადება.

„ეს არის ჩემი პრინციპი და ამ პრინციპით ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას. ჩათვალეთ, რომ არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალისთვისაც მოვემზადები” – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა კავშირს ვანო ზარდიაშვილის მანდატის დატოვებასა და მომავალ არჩევნებს შორის.

„არ ვადასტურებ. მეორე, როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები