ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ძველი სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

  •  


გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დაკვეთით დღეს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

როგორც “მთავარს” გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, სკვერში მოეწყობა ბეტონის დეკორატიული ბორდიური, სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო მოედანი, დაიგება კაუჩუკის ფილები და განთავსდება ახალი საბავშვო ატრაქციონები, განახლდება იქ არსებული საერთო სარგებლობის კიბე, მოეწყობა განათება, განთავსდება სკამები და ნაგვის ურნები.

მათივე ინფორმაციით, სკვერში დღეს გაიმართა გამწვანების აქცია, რომლის ფარგლებშიც, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა და თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრებმა ირმის რქისა და მუხის ნერგები დარგეს.

მსგავსი თემები