გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის შვილი საგანგებო სიტუაციების სამსახურში იმუშავებს

გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის, გიორგი დევიძის ქალიშვილი ნინო დევიძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იმუშავებს.

ის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარ სამმართველოში ოპერატორი იქნება.

ნინოს პირველ სამუშაო დღეს სამსახურში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ესტუმრნენ. ახალ ოპერატორს მუშაობის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

გიორგი დევიძე საჩხერის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში მუშაობდა. ის გასული წლის დეკემბერში ერთ-ერთი მორიგეობის დროს შეუძლოდ გახდა და ტრაგიკულად გარდაიცვალა.

მსგავსი თემები