კახა კალაძე მეტროსადგურ „სარაჯიშვილში“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მეტროსადგურ „სარაჯიშვილში“ ძალოვანი ელექტროსადენების შეცვლისა და მონტაჟის სამუშაოებს გაეცნო.

პროექტი ელექტროსადნებისა და გამნიავებელი სისტემების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 450 კმ.-იანი ძალოვანი კაბელის შეცვლასთან ერთად, ასევე, მოხდება 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, თბილისის მეტრო შეცვლილი განრიგით – 06:00 საათიდან 23:00 საათამდე ემსახურება მგზავრებს. სამუშაოებს ჯამში ერთი წელი დასჭირდება და და 2020 წლის ივლისში
დასრულდება.

მსგავსი თემები