„როცა ერთადერთი ინსტრუმენტი გაქვს და ამას არბევ, “ქაჯობაა” – ზაქარია ქუცნაშვილი პოლიტიკურ ოპონენტებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, 20 ივნისს, ოპოზიციის მხრიდან მოწყობილ სცენარს, “ქაჯობას” უწოდებს. როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოპოზიციამ პოლიტიკური მიზნებისთვის, ხალხის გულწრფელი პროტესტი გამოიყენა. ყოფილი დეპუტატი პასუხისმგებლობას 20 ივნისის მოვლენებზე, ოპოზიციას აკისრებს.

“​რაც 20 ივნისს მოხდა, ამას ქაჯობა ვუწოდე. როცა, საერთაშორისო დიპლომატია და ფორუმი, ერთადერთი ინსტრუმენტია, საქართველოს ინტერესების გასატანად და ამის გამოყენების მაგივრად არბევ, ქაჯობაა ჩემი აზრით. პასუხისმგებელი ამ დღეს ქაჯები არიან. ოპოზიციას, პოლიტიკური მიზნები ჰქონდა და ხალხის გულწრფელ გაღიზიანებას იყენებდნენ. ” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

 ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, საზოგადოებას, მართლმადიდებლური ასამბლეის მიმართ, არასწორი დამოკიდებულება, ოპოზიციის მიერ ტირაჟირებულმა ტყუილებმა გაუჩინა.

“საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია იმ ტყუილებმა, რაც ტირაჟირებული იყო. დიახ, საქართველოს აქვს ეროვნული ინტერესი მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, ქვეყანა 26 წელია ამ ორგანიზაციის წევრია და დამფუძნებელია. ქაჯობაა აბა, როცა ქვეყანა ხარ დამფუძნებელი წევრი და იმ ორგანიზაციის მთავარი სხდომის ჩატარებას მიიჩნევ შეცდომად,” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”

ყოფილმა დეპუტატმა დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეცდომაც იყო დაშვებული: „ობიექტურობისთვის უნდა ითქვას ჩვენ შეცდომაზეც. შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ ვერ დავუშვით გენერალური ასამბლეის წარმართვისას საერთაშორისო სამდივნოსთან შეთანხმებული დღის წესრიგიდან გადახვევა. დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით, ასამბლეა უნდა გაეხსნა და წაეყვანა ბერძენ გენერალურ მდივანს. ამას ადასტურებს ოთხ უცხო ენაზე დაბეჭდილი და ასამბლეის დაწყებამდე გავრცელებული დღის წესრიგი“.

მსგავსი თემები