„თბილისობა 2019“ – ის გალაკონცერტი გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება

5 ოქტომბერს, „თბილისობა 2019“ – ის ფარგლებში დაგეგმილი გალაკონცერტი კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება.

როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი „მე ვარ თბილისი“ ორბელიანის მოედანზე, 20:00 საათზე დაიწყება.

დიდ ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

დიდუბის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება თავად კომპოზიტორის სურვილი და ანდერძი იყო.

კომპოზიტორი გია ყანჩელი დღეს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსგავსი თემები