გურამ ჩალაგაშვილი დაკავებულია, შსს მას წვრილმან ხულიგნობას ედავება

ირაკლი ოქრუაშილის თანაპარტიელი, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი დაკავებულია.  გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

ჩალაგაშვილი სასამართლოში გადაიყვანეს და ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მსგავსი თემები