“ბიუჯეტის პროექტი, რომელზეც მთელმა პოლიტიკურმა გუნდმა ვიმუშავეთ, პარლამენტშია” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად პარლამენტმა მუშაობა უკვე დაიწყო. 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი მოქალაქეზე ორიენტირებული იქნება. მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში ასახულია რეგიონების განვითარების და თვითმმართველობების საჭიროებები, განათლება, უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურული განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.

“2020 წლის ბიუჯეტით პენსიონერებს ეზრდებათ პენსიები, იზრდება 18 წლამდე ასაკის, I და II ჯგუფის შშმ პირების პენსია, იზრდება მასწავლებლების და პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა ანაზღაურება, ასევე, მოიმატებს სოფლის ექიმების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა, პოლიციელების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირების ანაზღაურება. ბიუჯეტის პროექტი, რომელზეც მთელმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთად ვიმუშავეთ, უკვე პარლამენტშია. პარლამენტი მუშაობს მის დასამტკიცებლად“,- განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები