გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 317 მილიონი ლარი იქნება

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის განსაზღვრულია  317 მილიონი ლარი, რაც, 2019 წელთან შედარებით, საბიუჯეტო სახსრების 3 %-ით ზრდას გულისხმობს. 

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ფერმერებისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამა და კულტურების მხარდამჭერი პროგრამა – „დანერგე მომავალი“ გაგრძელდება

„ 2020-ში, 2019 წელთან შედარებით, 36 %-ით  არის  გაზრდილი სოფლის განვითარების პროგრამების დაფინანსება, რაც გულისხმობს იმ დანაპირების  შესრულებას, რომელიც ჩვენ გვქონდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ფერმერებისთვის იაფი ფინანსების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, შესაბამისად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა  გაგრძელდება. გაგრძელდება მრავალწლიანი კულტურების მხარდამჭერი პროგრამა – „დანერგე მომავალი“; მათ შორის, სხვადასხვა  ქვეპროგრამა, რომელიც უკავშირდება კენკროვანებს და ისეთი პრიორიტეტული   კულტურების განვითარებას, რომლებსაც შიდა ბაზარზე საექსპროტო პოტენციალი გააჩნია, “ – განაცხადა მინისტრმა

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ შენარჩუნდება, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება, რაც ხელს შეუწყოფს, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას. 

“ვინარჩუნებთ და ვაგრძელებთ შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამებს იმისთვის, რომ სოფლად გაიზარდოს დასაქმების პერსპექტივა და, შედეგად, შემოსავლები ჩვენი მოქალაქეებისთვის. აგროდაზღვევის  მიმართულებით  ბიუჯეტი გაზრდილი გვაქვს სოფლის მეურნეობაში რისკების პრევენციისთვის“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე.  

მსგავსი თემები