რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 70 მილიონი ლარით იზრდება

ვიცე-პრემიერის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2020 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 70 მილიონი ლარით იზრდება.

როგორც მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყველაზე დიდი წილი ბიუჯეტიდან კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას უჭირავს.

„ჩვენი ბიუჯეტი 2019 წლის განმავლობაში იყო უპრეცედენტოდ მაღალი, თუმცა 2020 წელს, საჭიროებებიდან გამომდინარე, იზრდება 70 მილიონი ლარით და გვექნება საშუალება, კიდევ უფრო მეტი პროექტი დავაფინანსოთ. ყველაზე დიდი წილი ბიუჯეტიდან კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას უჭირავს, რაც ასახავს იმ საჭიროებებს, რაც მოსახლეობას აქვს, მათ შორის ამაში შედის ის საერთაშორისო მაგისტრალები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის აუცილებელი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები