ხორავას საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა გრძელდება 

თბილისის ხორავას ქუჩაზე, 6 თვის წინ მომხდარი, მოზარდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთ სამინისტრო, არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვას განაგრძობს. ამ დროისთვის 3 მოწმე იკითხება, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეების არიან.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
​მკვლელობას 100-მდე თვითმხილველი ყავდა, თუმცა, მათ გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს.

მსგავსი თემები