“რუსეთს არასდროს უძებნია მიზეზები საქართველოსთან საჩხუბრად” – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთს არასდროს უძებნია მიზეზები საქართველოსთან საჩხუბრად და თუკი თბილისი მეტად კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს მოსკოვთან მიმართებით, ავიამიმოსვლა შეიძლება, აღდგეს.

სერგეი ლავროვის თქმით, როცა სიტუაცია ნორმალიზდება, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აღდგება.

„როცა მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერებაზე, გამოცხადებული იყო, რომ ეს არის დროებითი ზომა და ჩვენ მას გავაუქმებთ, როცა სიტუაცია ნორმალიზდება, როცა საქართველოს ხელისუფლებაში გაიაზრებენ ასეთი გამოვლინებების აღკვეთის აუცილებლობას.

ჩვენ არასოდეს გვიძებნია ხელოვნური მიზეზები საქართველოსთან საჩხუბრად და თუკი საქართველოს ხელისუფლება შეძლებს, პასუხისმგებლობით განავითაროს საკუთარი პოზიცია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების სასარგებლოდ და არ გაიხედავს რუსოფობებისკენ, პირადად, მე საჰაერო კომუნიკაციას აღვადგენდი“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა გაერო-ში, ბრიფინგზე.

მსგავსი თემები