ვაკეში, მიწისქვეშა გადასასვლელში წყალი შევარდა და იტბორება

ძლიერმა წვიმამ ვაკის დააზარალა. კერძოდ, „პიქსელის“ წინ, მიწისქვეშა გადასასვლელი, სადაც წყლის ნაკადი შევარდა და იტბორება.

მიწისქვეშა გადასასვლელის ქვეშ რამდენიმე მაღაზიაა განთავსებული. სწორედ იქ დასაქმებულებმა  შეატყობინეს “მედიაცენტრ მთავარს“ და დახმარება სთხოვეს. ჩვენ კი სამაშველო სამსახურს დავუკავშირდით. 

ეს პირველი შემხთვევა არ არის, როცა აღნიშნული მაღაზია დაიტბორა და როგორც საკანცელარიო, ისვე, სხვა პროდუქტები გაუფუჭდათ და სერიოზულად დაზარალდნენ.

ფოტოები შემთხვევის ადგილზეა გადაღებული, სადაც ჩანს, როგორ დაცურავს წყალში მაღაზიიდან გამოტანილი ნივთები.  

ამ წუთებში, ადგილზე სამაშველო სამსახური იმყოფება, თუმცა, დენის გათიშვა ვერ ხერხდება და აქედან გამომდინარე წყლის ამოტუმბვის სამუშაოებსაც ვერ იწყებენ.

მსგავსი თემები