სოფელ ფონიჭალაში, ახალი საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნება

ოქტომბრის ბოლოსათვის სოფელ ფონიჭალაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება.

როგორც საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, N81 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია.  ბაღის  ეზო გამწვანდა და მოეწყო სათამაშო მოედნები. ამჟამად, შენობის შიდა სივრცის მოწესრიგება მიმდინარეობს: ეწყობა ავეჯი და სუფთავდება ინტერიერი. 

მიმდინარე სამუშაოები სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ კრწანისის რაიონის გამგებელ ლევან ჯაფარიძესთან ერთად დაათვალიერა. 

„სოფელ ფონიჭალის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა – დასახლებაში პირველი საბავშვო ბაღი აშენდა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ეს დიდი შეღავათი იქნება, რადგან მათ ყოველდღიურად, ქალაქის სხვა უბნებში უწევთ ბავშვების ტარება. შენობა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც აუცილებელია ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის – დაცულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და დამონტაჟებულია ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები,“- განაცხადა ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ.N81 საბავშვო ბაღი იეთიმ გურჯის N2-ში მდებარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 8-ჯგუფიანია. ამჟამად რეგისტრირებულია 160 აღსაზრდელი, თუმცა ბაღს 300-მდე ბავშვის მიღების რესურსი აქვს.

მსგავსი თემები