„პრეზიდენტის განცხადება მისი იმპიჩმენტის საგანი უნდა გახდეს“ – უფლებადამცველი

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრობს და აცხადებს, რომ მის მიერ ჰაერში გასროლილი პოლიტიკური განცხადება შესაძლოა, მისი იმპიჩმენტით დასრულდეს.

პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან მორატორიუმის გამოცხადების თემაზე, ნანა კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.      

„პრეზიდენტმა საკუთარი თავი კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა და პატიმრებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება აუკრძალა. მან, უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ის შეიჭრა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, რაც, შესაძლოა, მისი იმპიჩმენტით დასრულდეს“ – აღნიშნული განცხადება უფლებადამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.  

როგორც ნანა კაკაბაძე განმარტავს, მართებულია კითხვა – ასეთი პრეზიდენტი უნდა მართავდეს თუ არა ქვეყანას: „პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, იქვე უნდა დადგეს საკითხი –  უნდა მართავდეს თუ არა ასეთი პრეზიდენტი ქვეყანას, რომელმაც ერთი განცხადებით, 10 ათასობით ადამიანის კონსტიტუციური უფლება დაარღვია. კონსტიტუციის ზემოთ კანონი არ არსებობს და პრეზიდენტს ვინ მისცა უფლება ასე მოიქცეს“.

მსგავსი თემები