საბერძნეთში დაკარგული ქართველი გოგონა უცნობმა ადამიანმა საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანა

საბერძნეთში დაკარგული 32 წლის სალომე გოგინაშვილი, ახლობლების ინფორმაციით, უცნობმა ადამიანმა პორტთან შოკურ მდგომარეობაში იპოვა, შემდეგ კი, საავადმყოფოში გადაიყვანა.

გოგონა ახლა ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მას უჭ­მე­ლო­ბის­გან ორ­გა­ნიზ­მი და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი და გა­მო­ფი­ტუ­ლი აქვს, ამიტომაც ის სამკურნალო დაწესებულებაში რამდენიმე დღეს გაატარებს. სალომე დედამ უკვე მოინახულა.

„ჩემი სალო ცოცხალი ცოცხალია. ვნახეთ. მადლობა და ჩემგან დიდი სიყვარული ყველა ქართველ ემიგრანტსა და მთელ საქართველოს ასეთი გულისხმიერად გვერდში დგომისთვის, დალოცვილი იყავით ყველანი თქვენი ოჯახებით, უფალი გფარავდეთ მუდამ. მეამაყებით, ჩემო საყვარელო ხალხნო“, – წერს სალომე გოგინაშვილის დედა, ნანა კუპრაშვილი სოციალურ ქსელში.

სად იმყოფებოდა დაკარგული გოგონა ამ დღეების განმავლობაში და რატომ აღმოჩნდა პორტში შოკურ მდგომარეობაში, ჯერჯერობით უცნობია.

საბერძნეთში, 32 წლის გოგონას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს.

მსგავსი თემები