პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი პროკურატურაში დაიბარეს – სკანდალური შეწყალების საქმე

სკანდალური შეწყალების საქმეზე დაკითხვების სერია გრძელდება. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გამოკითხვაზე, ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი დაიბარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემდეგი თანამშრომლები: დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე-რეხვიაშვილი, ზინაიდა ვერულაშვილი.

შეწყალების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ანგი ხუციშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა, 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორისაც მკვლელობასა და ნარკორეალიზაციაში მსჯავრდებულებიც არიან.

მსგავსი თემები