28 სექტემბერს, ოთხფეხა შინაურ ცხოველებს, ცოფზე აცრა უფასოდ ჩაუტარდებათ

28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, 10 მისამართზე ჩაატარებს.

როგორც სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ცხოველებს ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაუტარონ.

“ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით მოხდება. ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ ყოველწლიური რევაქცინაცია, როგორც ძაღლებისა და კატებისთვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს,” – განაცხადეს სააგენტოში

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის შემდეგ მისამართებზე მივა:  ვარკეთილი, მედიათეკის სკვერი, ჯავახეთის ქუჩისა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების კვეთა – 08:30-10:00 სთ; ავლაბარი, ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერი (ლეხ კაჩინსკის ქუჩა N11-ის მიმდებარედ) – 10:30-12:00 სთ; ორთაჭალა, კრწანისის ქუჩა N7, კრწანისის სკვერი – 12:30 -14:00 სთ;

ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N267-ის მიმდებარე სკვერი (პოლიციასთან) – 15:00-16:30 სთ; მეტროსადგურ „ღრმაღელესა“ და სანზონის N1 კორპუსს შორის მდებარე სკვერი – 17:30-19:00 სთ; ია კარგარეთელის ქუჩა N133/11, ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღის შესასვლელთან – 08:30-10:00 სთ; მ. კოსტავას N37, ვერის ბაღის შესასვლელთან – 10:30-12:00 სთ; ბუკიას ბაღი – 12:30-14:00 სთ; ა. ბელიაშვილის ქუჩა N1, ბრატისლავას სახელობის სკვერი- 15:00-16:30 სთ; გლდანი, მე-6 მიკრორაიონი, მე-7 და მე-20 კორპუსებს შორის მდებარე პარკი (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან) – 17:30-19:00 სთ.

მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სააგენტოს ცხელ ხაზზე – 032 2 421 424

მსგავსი თემები