დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი მეტად პრინციპული და კრიტიკული უნდა ყოფილიყო

“მოლოდინი მქონდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მეტად პრინციპული და კრიტიკული იქნებოდა, განსაკუთრებით, ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი ტრიბუნა ამისთვის უნდა გამოიყენო” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე და საქართველოს პრეზიდენტის გაერო-ს ასამბლეაზე გამოსვლას აფასებს.

ხუნდაძე განმარტავს, სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონია ისეთი მკაფიო გზავნილები, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო კარგად აღიქვამდა ოკუპაციის პრობლემას საქართველოში.

“გზავნილები იყო მნიშვნელოვანი. ის, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი პოლიტიკის არჩევანი გაკეთებული; ევროინტეგრაცია; საგარეო მიმართულების ხაზიც მკვეთრადაა გამოკვეთილი, მაგრამ, ალბათ, ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით, მეტი პრინციპულობა იყო საჭირო. მსგავსი ტრიბუნა იმისთვის უნდა გამოიყენო, რომ რეალური შედეგიდან შორს არ ვიყოთ. მართალია, პრეზიდენტს დიპლომატიური მეტყველების ფორმა ჰქონდა, თუმცა, ვფიქრობ, დიპლომატია უფრო მეტ პრინციპულობას არ კრძალავს. პრეზიდენტის პოზიციები, შინაარსობრივად, სწორად იყო დაყენებული, მაგრამ, გამოხატვის ფორმა უფრო მეტად კრიტიკული და პრინციპული უნდა ყოფილიყო”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები