მალხაზ კობაური სმიტების მკვლელობის დეტალებზე ალაპარაკდა

სმიტების ოჯახის მკვლელობაში მსჯავრდებული, მალხაზ კობაური დუმილს არღვევს და სასტიკი დანაშაულის დეტალებს ყვება. 

როგორც კობაური განმარტავს, ის ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ აქვს მას თოფი მხარზე გადაკიდებული, მკვლელებმა გადაუღეს.

“რამდენიმე ადამიანი ქართულადაც საუბრობდა. რაიან მაიკლის ენაზეც, ეტყობა თავიანთი ენა იყო. კი არ ესაუბრებოდა, უყვიროდა. წაართვეს ტელეფონი. მე ეს ვუთხარი პოლიციას რაღაც საბუთებიც დავინახე, რომელიც ქალს ამოაცალეს ჩანთიდან. სურათი რომაა, თოფი რომ მიკიდია მხარზე, ეგ მკვლელების გადაღებულია”,- აცხადებს კობაური.

კითხვაზე, რატომ დატოვეს ის ცოცხალი დამნაშავეებმა, მწყემსი ამბობს, რომ სმიტების მკვლელებს სურდათ საქმე მის წინააღმდეგ აღძრულიყო.

19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია, ხადის ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. მას უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. 

მსგავსი თემები