ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დ.ბ. დააკავეს.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეტადონის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები