“თავი გააკონტროლე, დატოვე დარბაზი, გაბრძანდი გარეთ” – დეპუტატი დეპუტატს

“წესიერად, ცოტა თავი გააკონტროლე. შეგიძლია დატოვო დარბაზი. იცოდე ვის როგორ უნდა მიმართო. “შენობით” მიმართე იმას ვისთვისაც მიგიმართავს. თავი გააკონტროლე პარლამენტის წევრი ხარ,” – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა, დამოუკიდებელ დეპუტატს ბექა ნაცვლიშვილს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შოთა გეწაძეს უსმენენ.

ბექა ნაცვლიშვილი, დროს ითხოვდა კითხვის დასასმელად. მისი თქმით, 12 საათიდან პირველ საათამდე, უფრაქციო დეპუტატებს უწევდათ კითხვების დასმა. 

“ბატონო ანრი, ჩვენ ხომ გუშინ შევთანხმდით, რომ გარკვეული დრო იქნებოდა რეგლამენტით გათვალისწინებული. ჩვენ ხომ გვინდა რომ ვიცოდეთ, რომელ ფრაქციას თუ დეპუტატთა ჯგუფს როდის მოუწევს კითხვების დასმა. გუშინ თქვენი შეფასებით იყო 12-დან პირველ საათამდე. ახლა ორი საათი ხდება. მაგალითად 2 საათზე მაქვს შეხვედრა, რა უნდა გავაკეთო? მე ხომ თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე განვსაზღვრე დრო როგორ დამეგეგმა დღე?” – მიმართა ბექა ნაცვლიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს.

ანრი ოხანაშვილმა, დამოუკიდებელ დეპუტატს, სხდომის დატოვება მოსთხოვა.  

“თქვენ ხართ უფრაქციო პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ფრაქციის დროით სარგებლობის უფლებით სარგებლობა ალოგიკურია,” – მიმართა ანრი ოხანაშვილმა ბექა ნაცვლიშვილს

მსგავსი თემები