თარაშ მუკბანიანის მეუღლეს პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება – ხმაურიანი შეწყალების საქმე   

2014 წელს, ბათუმში მოკლული პოლიციელის მეუღლეს – თამარ კაცაძეს გენერალურ პროკურატურაში კითხავენ. გარდაცვლილის ქვრივი უწყებაში დღეს, როგორც დაზარალებული ისე დაიბარეს. მისი დაბარების მიზეზი კი მისი მეუღლის მკვლელობისთვის გასამართლებულის შეწყალება გახდა.

როგორც „მედიაცენტრმა მთავარმა“ გაარკვია და გაავრცელა ინფორმაცია, მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული რამაზ დევაძის შეწყალების წინააღმდეგი, საქმეში დაზარალებულად ცნობილი  მეუღლე არ ყოფილა და თანხმობა მან წერილობით გამოხატა.

თარაშ მუკბანიანის მეუღლის თანხმობის წერილი პრეზიდენტის რეზიდენციაში ინახება.

როგორც რამაზ დევაძის ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, დაზარალებულმა მეუღლემ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა.

„გიდასტურებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესულ დოკუმენტებში არსებობს დაზარალებული მეუღლის წერილი, რომლითაც ის თანხმობას აცხადებს რამაზ დევაძის შეწყალებაზე. ეს გადაწყვეტილება  მეუღლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ის დარწმუნდა, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა და ეს იყო შემთხვევითობა. მან, წერილის დასამოწმებელი ნოტარიუსის თანხაც თავად გადაიხადა და არავითარი ჩარევა არავისთან ყოფილა“, – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ ადვოკატმა.

მისივე შეფასებით, ძალიან კარგია, რომ ამ საქმით პროკურატურა დაინტერესდა, რადგანაც, ყველა დარწმუნდება, რომ რამაზ დევაძის შეწყალება სამართლიანი გადაწყვეტილება იყო და არავინ ჩარეულა.   

შგახსენებთ, რომ პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით,  გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.         

მსგავსი თემები