“ნიკა მელიას სამაჯურს ისევ დავადებდი” – მერაბ გაბინაშვილი

“დღესაც რომ ვიხილავდე ნიკა მელიას საქმეს, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი და ისევ სამაჯურს დავადებდი”, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მერაბ გაბინაშვილმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის შეკითხვას, ნიკა მელიასთან დაკავშირებით.

“ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმეთ, ეს გადაწყვეტილება იმიტომ ხომ არ მიიღეთ, რომ თუნდაც 20 კაციან სიაში მოხვედრილიყავით, რომლებსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურთ? თუნდაც იმიტომ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის 100% გეტყვით, რომ თქვენი საქციელი გაუხარდებოდათ. როცა ნიკა მელიას საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა და საჯარო სივრცეში გამოსვლა და ქვეყნის გარეთ გადაადგილება აუკრძალა, ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოში მოგმართათ, თქვენ კი ნიკა მელიას პირველ ინსტანციასთან შედარებით დაუმძიმეთ აღკვეთის სახის ღონისძიება, სამაჯური დაადეთ და სახლიდან გასვლა აუკრძალეთ”, – ჰკითხა რომან გოცირიძემ გაბინაშვილს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა კი უპასუხა:

“დამძიმებით მართლა შემოვიდა პროკურატურა, გირაოს შეცვლას ითხოვდნენ. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერია. აბსოლუტურ მოსამართლის დისკრეციის ფარგლებშია მიღებული და დღეს რომ ვიხილავდე ამას, იგივე მოცემულობით, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი”, – განაცხადა გაბინაშვილმა.

მსგავსი თემები