ბუნებრივი აირის მოხმარებაზე რეგულაციები გამკაცრდება და სანქციები დაწესდება

  •  

„ვისაც ბუნებრივი აირის  ქსელი მოწყობილი აქვს, სანამ ზამთარი დადგება და ჩართავთ გამათბობლებს, ჩვევაში გქონდეთ, შეამოწმოთ გაზის გაყვანილობის სისტემა“ – აღნიშნული განცხადება ენერგო ომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და იმ საკანონმდებლო რეგულაციებზე ისაუბრა, რომელიც მალე ამოქმედდება.

„საკანონმდებლო  რეგულაციებზე მუშაობა მიმდინარეობს. ამაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო ჩართულია. რეგულაციის პროექტი მალე მზად იქნება. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც კანონმდებლობით მოწესრიგდება არის ის, რომ ვერც ერთი კომპანია, სერთიფიცირებული სპეციალისტის გარეშე ვერ იმუშავებს;  მეორე –  აუცილებელი და სავალდებულო იქნება გაზის დეტექტორების დაყენება; მესამე – დარღვევებზე სანქციები გამკაცრდება. კერძოდ, პასუხისმგებლობა თავად მოქალაქეებს დაეკისრებათ. იქნება საჯარიმო სანქციები, თუმცა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ასეთი მოქალაქეების გაზმომარაგების ქსელიდან ჩაიხსნებიან და ბუნებრივ აირს ვერ მიიღებენ“, – განაცხადა ენერგო ომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

საკანონმდებლო რეგულაციები წლის ბოლომდე ამოქმედდება, თუმცა, ჩამოთვლილი პუნქტების გარდა, მასში სხვა, ათეულობით ნორმა შევა.

მსგავსი თემები