როგორ გადავირჩინოთ თავი, როცა საქმე ბუნებრივ აირს ეხება?!

20 გარდაცვლილი და ათობით დაშავებული – ეს, მხოლოდ ერთი თვის სტატისტიკაა, რომელიც ბუნებრივი არით გამოწვეულ აფეთქებას უკავშირდება. როგორ გადავირჩინოთ თავი, ამ თემაზე ენერგო ომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ძირითადი პრობლემა გაუმართავი შიდა ქსელებია. ქალაქის ნახევარზე მეტ ოჯახს გამათბობლები მოწყობილი აქვს კუსტარულად. ვერც ერთი ადამიანი დამისახელებს, რომ, გამათბობელი სერთიფიცირებულ სპეციალისტს დაამონტაჟებინა. რაც შეეხება ამ მხრივ საშიშ და საფრთხილო უბნებს, ესენია: ძირითადად ისანი-სამგორის რაიონი, სადაც გასულ წელს ყველაზე მეტი საფრთხე დაფიქსირდა; ასევე, ნაძალადევის რაიონის გარეუბნები, სადაც, ბინის გაქირავება შესაძლებელია შედარებით იაფად. მაგალითად, კერძო სახლი დაყოფილია ოთახებად და ყველგან გამათბობელი დამონტაჟებულია კუსტარულად“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ენერგოომბუდსმენი მოსახლეობას მოუწოდებს, შიდა ქსელები სერთიფიცირებულ სპეციალისტს შეამოწმებინოს.

„მოქალაქემ, სპეცალისტს აუცილებლად უნდა მოსთხოვოს შესაბამის სერთიფიკატი და მხოლოდ ამის შემდგომ შეუშვებს საცხოვრებელ სახლში გაზზე სამუშაოდ. ეს, კანონმდებლობის თანახმად იქნება სავალდებულო გახდება და ვერც ერთი კომპანია იმუშავებს სერთიფიცირების გარეშე“- აღნიშნა ენერგო ომბუდსმენმა.

მისივე ინფორმაციით, ბუნებრივი აირით გამოწვეული უბედური შემთხვევები სტატისტიკა შემაშფოთებელი და მზარდია.

„ძალიან ბერი უბედურება მოხდა თბილისში, სადაც კუსტარულად მოწყობილი გამათბობლები ჰქონდათ. მხოლოდ იანვრის თვეში, დიღმის აფეთქებას თუ არ ჩავთვლით, დაახლოებით 20 გარდაცვლილი ადამიანი იყო, მოწამლულებსა და დაშავებულებზე არაფერს ვამბობ. სტატისტიკა ყოველწლიურად შემაშფოთებელი და მზარდია“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.


https://mcm.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98-2/




მსგავსი თემები