ლევან კობერიძე, მოსამართლეობის კანდიდატების ჩაგდებას და იუსტიციის საბჭოს დაშლას ითხოვს

უმრავლესობის ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატის ჩაგდებას და იუსტიციის საბჭოს დაშლას ითხოვს.

დეპუტატის თქმით, სასამართლო სისტემაში რეალური რეფორმა უნდა დაიწყოს და არა ფასადური ცვლილებები.

„ჩემს ყველა კოლეგა დეპუტატს მოვუწოდებ, ჩააგდოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი თამარ ალანიას ჩათვლით. არ მჯერა, რომ ეს მოსამართლეები, მათ შორის ქალბატონი თამარი „ცუდები“ იყვნენ და ახლა „კარგები“ გახდნენ. უნდა დაიწყოს რეალური რეფორმა სასამართლო სისტემაში და არა ეს ფასადური ცვლილებები – პირველი ნაბიჯი კი, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გზით, იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობა უნდა დაიშალოს,” – განაცხადა ლევან კობერიძემ. 

მსგავსი თემები