გადაშენების პირას მყოფი კავკასიური ჯიხვი, ლაგოდეხის ერონულ პარკში ვიდეო ხაფანგმა დააფიქსირა

ლაგოდეხის ეროვნულ პარკში, ვიდეო ხაფანგმა კავკასიური ჯიხვი დააფიქსირა.

როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, კავკასიური ჯიხვი საქართველოში გადაშენების პირასაა. მისი თქმით, გაქრობის მიზეზი ბრაკონიერობაა. 

ზურამ გურიელიძემ აღნიშნა, რომ გადაშენების პირასაა კავკასიური ირემიც.

„ჯერ კიდევ 70-იან წლებში დაიწყო ირმების გაქრობა, შემდეგ 90-იან წლებში, როდესაც ძალიან მაღალი იყო ბრაკონიერობა. მე ამ პროცესებს ცხოველების ხოცვის მასობრივ კატასტროფას დავარქმევდი. მაგალითად, 1991 წელს, ლაგოდეხის ნაკრძალში 1400 ირემი იყო აღრიცხული, ხოლო 1997 წელს 80 ირემი დარჩა,“ – განუცხადა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე ინფორმაციით, თუ ჯიხვების შემთხვევაში ბრაკონიერები რქებისთვის აწყობენ სასაკლაოს, ირმის შემთხვევაში, მათ მთლიანად იყენებენ: „ირმებს იყენებენ სიამოვნებისთვის. 90-იან წლებში, ჩვენ ნანახი გვაქვს ჯიხვების სასაკლაო. დაახლოებით ათეული ჯიხვი იყო დახოცილი და წაღებული იყო მხოლოდ რქები. ჯიხვის შემთხევაში, ინტერესი რქებია, ირმის შემთხვევაში კი თავი, რქები და ხორციც“.

მისი თქმით, ირმის და ჯიხვის არარსებობა კავკასიისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ჩვენთან მათი განსხვავებული ქვესახეობა არსებობს.

მსგავსი თემები