ქართული დიასპორის წარმოამდგენლები ზაალ სარაჯიშვილის დიასპორის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნას ითხოვენ

აქტიური და მნიშვნელოვანი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელების უმრავლესობა, დიასპორის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ზაალ სარაჯიშილის დანიშვნას უჭერს მხარს. ამის დამადასტურებლად, მათ ღია წერილითაც კი მიმართეს საქართველოს მთავრობას.

“ჩვენ, ემიგრანტები, ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას, თუ რა დიდი მისია გვაკისრია საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, რათა სახალხი დიპლომატიის ფარგლებში ღირსეულად წარმოვადგინოთ და ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის მეგობრული, მშვიდობიანი და ურთიერთთანასწორი კავშირების ჩამოყალიბებას ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების დარგში.

ჩვენ, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები გამოვთქვამთ მზადყოფნას, რათა აქტიურად ჩავერთოთ, საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, რათა ჩვენი ცოდნა და შრომითი გამოცდილება მოვახმაროთ ქვეყნის წინსვლასა და დემოკრატიულ განვითარებას.

ჩვენ, სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს თანამემამულეების სახელით, გვინდა წარმოგიდგინოთ და რეკომენდაცია გავუწიოთ დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ღირსეულ, პასუხისმგებლიან, პატიოსან და პროფესიონალ ადამიანს ბატონ ზაალ სარაჯიშვილს, რომელმაც თავისი მრავალწლიანი შრომითი მოღვაწეობის პერიოდში დიდი წვლილი შეიტანა დიასპორასთან მყარი, მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რომელიც ურთიერთნდობასა და პატივისცემას ემყარება”, – ვკითხულობთ ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მიერ მთავრობისთვის გაგზავნილ ღია წერილში.

წერილს ხელს აწერენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციებისა და ქართული კერების დამფუძნებლები და ხელმძღვანელი პირები.

მსგავსი თემები