“ესაა ღიაობის უპრეცედენტო შემთხვევა” – თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე

“ვიმედოვნებ, პარლამენტი მოსამართლეობის იმ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, რომლებიც საზოგადოების მხრიდან ნდობას იმსახურებენ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

თეა წულუკიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენისას, საზოგადოებას შუძლია დაესწროს და კითხვები დაუსვას კანდიდატებს.

„არ ვიცი და ვერ გვეცოდინება წინასწარ, პარლამენტი ვის შეარჩევს. პარლამენტი არ შეარჩევს ისეთ ადამიანებს, ვინც არ იქნება თუნდაც მოსმენის დროს მოწოდების სიმაღლეზე და არ იქნება საზოგადოების მხრიდან ნდობის ღირსი. ამიტომაც ერთადერთი, რისკენაც შემიძლია, ყველას მოგიწოდოთ, არის, რომ დავაკვირდეთ ამ მოსმენებს, მოსმენებისას გამოთქმულ მოსაზრებებს მოვუსმინოთ, გავაანალიზოთ ისინი. თუკი მაღალი ინტერესია პარლამენტის სხდომების მიმართ, მათ შორის საკომიტეტო, ღიაა და საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია, მივიდეს, დაესწროს ამ მოსმენებს და თავადაც დაუსვას შეკითხვები კანდიდატებს. ვფიქრობ, ესაა ღიაობის უპრეცედენტო შემთხვევა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები