21 სექტემბრის 10:00 საათის მონაცემებით, კახეთში 101 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გადამუშავებული ყურძნიდან 65 ათასი ტონა რქაწითელი, 28 ათასი ტონა – საფერავი, 3 ათასი ტონა – კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ღვინის მარნებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა.
სააგენტოს ინფორმაციით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავების მოცულობა 10-11 ათას ტონას აღწევს.