„მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად“ – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო, რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვას ხაჯინბას „გაპრეზიდენტებისათვის“, გაუგებარ ქმედებად აფასებს და აცხადებს, რომ ეს სეპარატიზმის წახალისებას ნიშნავს.

„მართალია, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება აფხაზეთის ,,პრეზიდენტისადმი“ რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა, მაგრამ, ვინაიდან მათი მხრიდან არ მოხდა ამ ფაქტის უარყოფა, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას:

აფხაზეთის მიწა-წყალი რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იქნას აღქმული, ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე,

მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად,  რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია.

გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და, გამომდინარე ქრისტიანული სწავლებიდან, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას,“- ვკითხულობთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესიის მეთაურმა, კირილემ ხაჯიმბას აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.

მსგავსი თემები