“თქვენ ტერიტორიების 22% დაკარგეთ” – სიმონ ნოზაძე ოპოზიციას

„მე ამ მოხსენებას მცირე ანალიზს ვერ დავარქმევ. თქვენ ღრმად გაქვთ ყველაფერი გაანალიზებული და მე ამას მოველოდი, რა თქმა უნდა”, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოხსენებას პარლამენტში.

ნოზაძემ ციხელაშვილს სამშვიდობო ინიციატივა, “ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ” მოუწონა და აღნიშნა, რომ ის წარმატებით მუშაობს.

“ერთი მხრივ, გვყავს 129 სტუდენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებიც ქართული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ; მეორეს მხრივ, სამჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ე.წ. მესაზღვრეები აკავებენ აქეთ გადმოსვლის დროს“, – განაცხადა ნოზაძემ.

სიმონ ნოზაძემ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად ასპექტებზე ისაუბრა. მან ოპოზიციონერ კოლეგებსაც მიმართა.

„თქვენი მცდელობები, რომ თავს მოგვახვიოთ თქვენი დანაშაული, განწირულია. თქვენმა პოლიტიკამ კრახი განიცადა. თქვენ ტერიტორიების 22% დაკარგეთ, მართალია დროებით, მაგრამ დაკარგეთ და ახლა გინდათ, რომ ეს პროცესი დაგვაბრალოთ ჩვენ“,- განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მსგავსი თემები