“დადგა დრო, ეს ჭუჭყი სოროსის სოროში შევრეკოთ და ჩავრეცხოთ” – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე საზოგადოებას მიმართავს დაირაზმოს და ჩასარეცხი ჩაირეცხოს.

„ნაცები, ბოკერიას ნაცები, ხაზარაძის ლელო, რესპები და სხვა წვრილ-წვრილი მოღალატეები, მთელს სოროსის არასამთავრობოებთან და პარლამენტის წინ “მობირჟავე” ბასიან-გალერის ნარკომან-ბომჟებთან ერთად შეიყარნენ რუსთაველზე, თუმცა 1000 კაცზე მეტი მაინც ვერ მოაგროვეს! ახლა, რა უნდა ქნას ქართველმა ერმა? როდემდე უნდა უყუროს ამ პოლიტიკური ნაგვის თარეშს რუსთაველზე? დადგა მეგობრებო დრო, რომ საზოგადოების ეს ჭუჭყი სოროსის სოროში შევრეკოთ და ჩავრეცხოთ! მეტის მოთმენას აღარ ვაპირებთ!“ – აცხადებს ბრეგაძე.

ცნობისთვის, ამწუთებში პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას მსვლელობით შეუერთდენენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და  მათი მხარდამჭერები

მსგავსი თემები