“არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას” – ედუარდ სააკაშვილი

“არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი, ედუარდ სააკაშვილი სოციალურ ქსელში “სირცხვილის კორიდორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ვიღაცამ მოიგონა ჩემი პოლიტიკური განცხადება – მსგავსი არაფერი დამიწერია. ოდესმე პოლიტიკაში მოსვლა თუ მომინდა(არ ვაპირებ) ასეთი უაზრო განცხადებით ნამდვილად არ ვიზამ“, – წერს ედუარდ სააკაშვილი “ფეისბუქზე”.

მანამდე კი, სოციალურ ქსელში “სირცხვილის კორიდორის” გვერდზე გამოქვეყნდა შემდეგი შინაარსის პოსტი:

„მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა – ედუარდ სააკაშვილმა მიმდინარე მოვლენების ფონზე განცხადება სოციალურ ქსელ Twitter-ში გაავრცელა.

მინდა დავიწყო ბოდიშით. ბოდიში. ვდუმდი. ვდუმდი, რადგან განათლებას ვიღებდი.. განათლებას ვიღებდი, რათა შემეცვალა ამ ქვეყნის მომავალი, რომელსაც საფრთხე ემუქრება ჩრდილოელი მტრისგან და მის მიერ ხელდასხმული ოლიგარქისგან… დროა ჩემი სათქმელი ვთქვა შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელი 20 ივნისის შემდეგ რუსი გახარია პრემიერ-მინისტრად დაგვისვეს… ახლა სიჩუმის დრო აღარაა! დარბევიდან უკვე 3 თვე გავიდა და საჭიროა საზოგადოების სრული მობილიზაცია და დროული გადაწყვეტილებების მიღება… უნდა შეიქმნას ბევრი ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩვენი პარტიის ეგიდით, პირობას გაძლევთ ამ ორგანიზაციებს ღირსეულ ლიდერობას გავუწევთ მე და ჩემი განათლებული თანამოაზრეები!!!“ – ნათქვამია “სირცხვილის კორიდორის” განცხადებაში.

მსგავსი თემები