“კმაყოფილებას გამოვხატავ იმ კრიტიკისთვის, რომელსაც მუდმივად ვისმენდი თქვენი მხრიდან” – აკაკი ზოიძე

​”კმაყოფილებას გამოვხატავ იმ კრიტიკისთვის, რომელსაც მუდმივად მთელ ამ პროცესში ვისმენდით თქვენი მხრიდან და ასევე ის, რაც მოცემულია ანგარიშში – კონსტრუქციული, პროფესიული კრიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ობიექტურ რეალობაზე და არა რაღაც წარმოდგენებზე” – ამის შესახებ პარლამენტში საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წელის ანგარიშის მოსმენის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

„კოლეგებმა მთხოვეს მადლობით არ დაიწყოო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მადლობა ითქვაო და მადლობით არ ვიწყებ. უბრალოდ გამოვხატავ კმაყოფილებას იმ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვქონდა მთელი წლის განმავლობაში თქვენთან, თქვენ მოადგილეებთან, თქვენი აპარატის თანამშრომლებთან, რომელსაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოყვა, ჩემი აზრით, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამიტომ, გამოვხატავ ამ კმაყოფილებას მადლობის გარეშე. ასევე კმაყოფილებას გამოვხატავ იმ კრიტიკისთვის, რომელსაც მუდმივად მთელ ამ პროცესში ვისმენდით თქვენი მხრიდან და ასევე ის, რაც მოცემულია ანგარიშში – კონსტრუქციული, პროფესიული კრიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ობიექტურ რეალობაზე და არა რაღაც წარმოდგენებზე.

ამიტომ ის თემები, რასაც ჩვენ, კონკრეტულად ვიტყვი შრომის უსაფრთხოების საკითხებზე, რომელზეც ჩვენ გვქონდა ორი წლის განმავლობაში თითქმის ყოველკვირეული ინტერაქცია კომიტეტებზე, ჯერ პირველი კანონის განხილვის დროს, მერე ორგანული კანონის განხილვის დროს, რომელიც გავრცელდა შემდეგ ყველა სფეროზე, შესაბამისად შრომის ინსპექციის მანდატი, შრომის უფლებების საკითხებზე ასევე, დარწმუნებული ვარ, წინ გვაქვს მთელი ეს პროცესი, რაც ეხება ამ მანდატის გაგრძელებას და გავრცელებას უკვე შრომით უფლებებზე და ეს პროცესიც ისეთივე წარმატებული და ნაყოფიერი იქნება ჩემი რწმენით, იმედით, როგორიც იყო აქამდე ამ მიმართულებით.

თუმცა ბევრი რამე გვაქვს სამუშაო და პირველ ყოვლისა საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით, რომელსაც ადამიანის უფლებათა კომიტეტი ვიცი რომ ახლა ახორციელებს ჩვენი ჩართვით. შრომის უსაფრთხოების კუთხით კანონმდებლობასთან, აღსრულებასთან ეს არის ახალი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ, რომ რამდენად ის მიზნები რომელიც ყველა ჩვენ ერთად ჩავდეთ ამ კანონში, სრულდება და ვაღწევთ, კანონმდებელმა რასაც მხარი დაუჭირა. რამდენად ეს ყველაფერი კეთდება რეალურ ცხოვრებაში და თუ რამე არის კორექტივი შესატანი ეს კორექტივიც რომ დროულად შევიტანოთ და აქაც თქვენ ანგარიშებს გამოვიყენებთ, იმისათვის რომ ეს ზედამხედველობა განვახორციელოთ.

კმაყოფილებას გამოვთქვამ ასევე იმ მიმართულებით, როდესაც აქტიური ჩართულობა იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე. ჩვენი კომიტეტი, მე-9 მოწვევის პარლამენტში, მანამდეც, თუმცა მე-9 მოწვევის პარლამენტი აქტიურად მუშაობს კომიტეტი ამ თემაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის თანხმობითა და მხარდაჭერით, მაგრამ ჩვენი ძალიან პრინციპული პოზიცია იყო ამ პროგრამის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. დღეს ის 24 მილიონი ნამდვილად არ არის საკმარისი, რომ ჩვენ ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა მოვახდინოთ, რომელიც ესეთი მოცულობითი ნაწილი ეთმობა თქვენ ანგარიშში. გეთანხმებით, იქ ბევრი საკითხია, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, რომელსაც კონკრეტული თანხები სჭირდება, მაგრამ არის ნაწილი, რომელსაც სწორედ კანონმდებლის ჩარევა უნდა და მინდა გითხრათ, რომ სწორედ ახლა დავასრულეთ ფსიქიატრიის თემთან მუშაობა და სამი დღის წინ ჯანდაცვის კომიტეტში ინიცირება გაუკეთდა ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონს, სადაც გათვალისწინებულია მთელი რიგი თქვენი რეკომენდაციები. ანუ უკვე ამას ვასრულებთ, მათ შორის, მე-16 მუხლთან მიმართებაში.

რაც მთავარია ძალიან მნიშვნელოვანი თემა გახლავთ წამლების თემა. ჩვენ ვატარებთ ახლა ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლს რა რეკომენდაციები უნდა შევიმუშაოთ, რა საკანონმდებლო ცვლილებები, რეგულირების რა მექანიზმები უნდა შემოვიღოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი წამალი. მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა და ჩემს კოლეგებს შევპირდე – ამ პრობლემას ჩვენ ერთი წლის განმავლობაში მოვაგვარებთ საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ნაწილისთვის. ეს არის ის დაპირება, რომელსაც ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ”,- განაცხადა ზოიძემ.

მსგავსი თემები