“გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” – კამპანია ზემო სვანეთის მხარეში

ზემო სვანეთის მხარეში, კამპანია – “გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” ჩატარდა. კამპანია გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარებას აღნიშნულ თემაზე.

ტრენინგის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების დაცვისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ტრენინგებს 2019 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართავს.

მსგავსი თემები