“პოლიტიკოსი, რომელიც შანტაჟს ექვემდებარება, პოლიტიკურად დამთავრებულია” – დავით ჭიჭინაძე

“პოლიტიკოსი, რომელიც შანტაჟს ექვემდებარება, პოლიტიკურად დამთავრებულია! დღეს თუ ივანიშვილი აშანტაჟებს, ხვალ ქვეყნის მტერი დააშანტაჟებს”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილს ბიძინა ივანიშვილი ძალიან ენდობოდა, მაგრამ როგორც კი კვირიკაშვილი პრემიერი გახდა, აქტიურად შემოიყვანა თამაშში მამუკა ხაზარაძე და ბევრი ნაბიჯი გადადგა სწორედ ხაზარაძის სასარგებლოდ.

“საპენსიო რეფორმა, მოგების გადასახადი, იგივე ანაკლიის პორტი დაუსაბუთებელი ეკონომიკური გათვლებით და დასახელებული არადეკვატური თანხებით – ეს ყველაფერი კი, იქითკენ იყო მიმართული, რომ ბანკებს ის ერთი გადასახადიც უუქმდებოდათ, რითაც არიან დატვირთული.

თავად ხაზარაძეც აცხადებდა, რომ მზად იყო საპენსიო რეფორმის თანხები თავის ბანკში განეთავსებინა და სახელმწიფოსთვის დაერიცხა სარგებელი, მაგრამ დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს ბანკები მინუსის პროცესში არიან გადასული და ფულს იქით ქვითავენ კორპორაციებთან, ჩვენ სად ვაპირებდით ამ საპენსიო რეფორმის თანხის განთავსებას? რა მოგებას მოგვიტანდა ის? და მითუმეტეს, 30 წლის მერე ვინ მიიღებდა ამ ფულს ძალიან საეჭვოა.

მოკლედ, ძალიან ბევრი ისეთი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას არ ადგება. მართალია დღეს ჩვენ ეს ფული ამოვიღეთ ეკონომიკიდან, მაგრამ სად არის წასული, როგორ იზრდება, არავინ იცის. ვიცით მხოლოდ ის, რომ საპენსიო ფონდის ხელმძღვანელობა დიდ ხელფასს იღებს”, – აცხახებს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები