იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასმართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

უზენაესი სასმართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილს უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება და კანონის მიხედვით, კონკურსი სამი თვით ადრე უნდა გამოცხადდეს.

უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის მსურველებს განაცხადების შეტანა საბჭოში 19 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

მსგავსი თემები