მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ლოდი მანქანას დაეცა

თბილისში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე, მშენებლობიდან ლოდი ჩამოვარდა და მანქანას დაეცა. აღნიშნულ ფაქტს, “რონდელის ფონდის” მკვლევარი, ზურა ბათიაშვილი შეესწრო. 

როგორც ზურა ბათიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ბოჭორიშვილის ქუჩაზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, სკოლაა და დღის განმავლობაში უამრავი ბავშვი გადაადგილდება.

“ეს ბეტონის ლოდი დღეს ჩემს თვალწინ გადმოვარდა ბოჭორიშვილის ქუჩაზე დაუსრულებელი მშენებლობიდან. გვერდით სკოლაა და ამ ქუჩაზე უამრავი ბავშვი დადის. ბედად, მხოლოდ მოქალაქის ავტომობილი დაზიანდა. ამ ქალაქს მერია ან ზედამხედველობის სამსახური ყავს? ვინმე არის რამეზე პასუხისმგებელი?,”- განაცხადა ზურა ბათიაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” 

მსგავსი თემები