“პრეზიდენტის მიერ ასლან ბეჟანიძეს შეწყალება სამართლიანია” – ასლან ბეჟანიძეს ადვოკატი 

“ეს იყო დაგვიანებული შეწყალების ქრონიკა. მიუხედავად ამისა, ბრძოლას არ ვწყვეტთ, გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ევროპულ სასამართლოში, დარწმუნებული ვარ, დარღვევა დადგინდება” – ასე შეაფასა, დავით ოთხმეზურის მკველობაში მსჯავრდებულის, ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მისი შეწყალების შესახებ.

ირაკლი ჩომახაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ, ასლან ბეჟანიძეს შეწყალება სამართლიანია, რადგან ამ საქმეში პოლიტიკური და პირადი დაინტერესება იკვეთება ყოფილი მაღალჩინოსნების.

„ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაწერა საგამონაკლისო განაჩენი, რომელიც არის არამხოლოდ ადვოკატებისთვის ტრაგედია, არამედ საზოგადოებისთვის, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს. ამ სისხლის სამართლის საქმეზე დარღვეულია ევროპის კონვენციის მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება და ა.შ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ასლან ბეჟანიძეს ჩადენილი არ აქვს დანაშაული და ნინო გვენეტაძემ დაუსაბუთებელი, უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ნინო გვენეტაძემ საერთოდ არ იცოდა სისხლის სამართლის საქმე, განაჩენი ფაქტობრივად სამარცხვინოა, რაც უზენაესი სასამართლოს საიტზე დევს. ამ საქმეზე ნამდვილად არსებობდა პოლიტიკური და თუნდაც, პირადი დაინტერესება წარსულში მაღალჩინოსნების., -განაცხადა ჩომახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს.

მსგავსი თემები