მოსახლეობის რამდენი პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას – გამოკითხვის შედეგები

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 78 %-ი ხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

საქართველოს მოსახლეობის გამოკითხულთა, 14%-ისთვის მიუღებელია, საქართველოს მთავრობის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 8%-მა კი არ იცის.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის მისწრაფება, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა პასუხები ასეთია: 17% – მიუღებელია, 71% – მისაღებია, 11% –  არ ვიცი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მსგავსი თემები