რაში ხარჯავს მოსახლეობა ყველაზე მეტ ფულს – კვლევის შედეგები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76 %-ი ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62 %-ი საკუთარ შემოსავალს კომუნალურ ხარჯებში ხარჯავს, გამოკითხულთა 38%-ი ყველაზე მეტ თანხას წამლებში, ხოლო 30%-ი საკუთარ შემოსავლებს სესხში, განვადებასა და იპოთეკაში ხარჯავს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მსგავსი თემები