“ფაქტობრივად, უმაღლესი განათლებით ევროკავშირის წევრები ვართ” – მიხეილ ბატიაშვილი

“უმაღლესი განათლებით ფაქტობრივად, ევროკავშირის წევრები ვართ “, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, მომავალ ორშაბათს ბრიუსელში ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ქართულ სამეცნიერო წრეებს ევროკავშირის სამეცნიერო სივრცეზე სრულყოფილი წვდომის საშუალება მიეცემათ, მათ შორის – საკუთარი კვლევებისთვის გრანტების მოპოვებაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წელს – ევროკავშირის წევრები ვართ ფაქტობრივად, უმაღლესი განათლებით. ახლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის, რაც შეიძლება მეტი უნივერსიტეტი მოხვდეს ამ ბაზებში, რისთვისაც მოგვიწევს ამ უნივერსიტეტებთან ძალიან აქტიური მუშაობა. ბრიუსელში ხელმოწერის შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში გავხსნით ოფისს, რომელიც იქნება ევროკავშირის ოფიციალურ ოფისში, ჩვენს ფონდში და ნებისმიერ მსურველს, მეცნიერს ექნება ეს შესაძლებლობა. ყველაფერი მიდის შედეგისკენ, ხარისხისკენ და შემდეგი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მსგავსი თემები