“სკოლებში, აცრების ფურცლის წარდგენა აუცილებელია – როგორ ვაკონტროლოთ აცრების ცხრილი “- პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძეს განცხადებით, სკოლებში, ბავშვის აცრების ისტორიის წარდგენა სავალდებულოა. 

როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მშობლებს, ბავშვების აცრის ისტორიის ნახვა, ელექტრონულ მისამართზე – პროფილაქტიკური აცრების ერონული კალენდრის მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ. მისი თქმით, ელექტრონულ მისამართზე, არამარტო მიმდინარე, არამედ ძველი აცრების ცხრილიც შეტანილია.  

პაატა იმნაძე, მშობლებს მოუწოდებს, სასწავლო წლის დაწყებამდე, შეამოწმონ აქვთ თუ არა მათ შვილებს ყველა სავალდებულო აცრა ჩატარებული

“სასწავლო წელის დაწყებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ასაკობრივად ჰქონდეს გაკეთებული ყველა აცრა. როცა ახალი ჯგუფი იკრიბება, ძალიან დიდი საფრთხეა, რომ რაიმე ინფექცია, რომელიმე ბავშვმა მოიტანოს და სწრაფად გავრცელდეს. ამიტომაც, ჩვენი მოწოდება იქნება ყველა მშობლისადმი, რომ ბავშვი, რომელიც მიდის სკოლაში და ბაღში, შეამოწმონ ასაკობრივად აქვთ თუ არა სავალდებულო აცრა ჩატარებული. აუცილებელია სკოლებში აცრების ფურცლის წარდგენა. არის ელექტრონული მოდული, სადაც ყველა აცრა რეგისტრირდება. სადაც არ უნდა იყოს ბავშვი, მისი პირადი ნომრით შედის მონაცემები. ექიმებს შეაქვთ არა მიმდინარე აცრები, არამედ ძველი აცრების ცხრილიც. საერთოდ აღარ იქნება ქაღალდით ანგარიშგება. დედას შეუძლია პირდაპირ შევიდეს ელექტრონულ სისტემაში და ამოიღოს აცრები,”- განაცხადა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში”. 

მსგავსი თემები