„ლელოს“ ხელოვანები უკვე შეუერთდნენ – ვინ არიან „ლელოელები“?!

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ორი ყოფილი თავმჯდომარე, მხატვრები და ხელოვანები „ლელოსთან“ ერთად, ლელოსთვის ემზადებიან. მართალია, „ლელო“ ჯერჯერობით დაკომპლექტებული არ არის, თუმცა, ცნობილია რადენიმე გვარი ვინც პოლიტიკური ლელოსთვის ემზადება.

ვინ არიან „ლელოელები“?! ანა ნაცვლიშვილი – იურისტი, საია–ს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი; კახა კოჟორიძე – იურისტი, საია–ს ყოფილი თავმჯდომარე,გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი; ლევან ბოძაშვილი – იურისტი, ყოფილი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; საბა ბუაძე – იურისტი; ლევან კობახიძე – იურისტი; დეა მეტრეველი – წიგნის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი; ქეთი მატაბელი – მხატვარი; მაია ჩიკვაიძე – მხატვარი; თეონა დოლენჯაშვილი – მწერალი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; გია გუგუშვილი – სამხატვრო აკადემიის რექტორი; თინა მამულაშვილი – “ბაკურ სულაკაურის” გამომცემლობის დირექტორი. მათი სია, ვისთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს საკმაოდ ვრცელია.

ცნობილია ისიც, რომ „ლელოს“, სავარაუდოდ, იურისტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საია-ს ასევე ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძეც შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ, ყველა სფეროში 12 ექსპერტის შესარჩევად „ლელო“ გახსნილად გამოაცხადა.

მსგავსი თემები