“ნატო-ში გაწევრიანების დაბრკოლების მიზეზი, ოკუპირებული ტერიტორიებია” – ჯეიმს აპატურაი

ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოსთვის, ნატო-ში გასაწევრიანებლად მთავარი დაბრკოლება ოკუპირებული ტერიტორიებია. 

მისი განცხადებით, ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, რაც ქვეყანას ეხმარება მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად.

„არ მინდა დამაბრკოლებელი ფაქტორების ერთმანეთთან შედარება მაგრამ, ერთ-ერთი დაბრკოლების მიზეზი ნატო-ში გაწევრიანების არის ოკუპირებული ტერიტორიები, რაც, რუსეთის ფედერაციამ გააკეთა. გაართულა საქართველოს ეროვნული სურვილი , მისწრაფება დასავლეთისკენ სვლის , ნატოში საქართველოს მომავალი წევრობის , საქართველოს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილად გახდომის. არ ვფიქრობ, რომ ისინი მალავდნენ , რომ ეს იყო მათი ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია. ჩვენ ეს ვიცით და ამის მიუხედავად, ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო, მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს 2008 წელს ბუქარესტში მიღებულ გადაწყვეტილებას , რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, – განაცხადა აპატურაიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში

მსგავსი თემები